წესები და პირობები

 

შესავალი


წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია შპს „დრიფ.ჯი“-ს (ს/ნ: 402186772, იურ.მისამართი :საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, თევდორე მღვდლის ქ., N 16, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალო, ბუდაპეშტის ქ. N5) (შემდგომში „drip”) საკუთრებაში არსებული ვებგვერდი - drip.ge-ს (შემდგომში „ვებ-გვერდი“)  მოხმარების წესები და პირობები (შემდგომში „წესები და პირობები“).


იმისათვის რომ ნებისმიერი ფორმით ისარგებლო ვებგვერდით, აუცილებელია, კარგად გაეცნო და სრულად ეთანხმებოდე წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში „კონფიდენციალურობის პოლიტიკას“). აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის კითხვის შემთხვევაში, გთხოვ, დაგვიკავშირდე შემდეგ ელ. ფოსტაზე hq@drip.ge


წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შენსა და შპს „დრიფ.ჯი“-ს შორის გაფორმებულ ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, ხოლო შენი მხრიდან ვებგვერდით ნებისმიერი ფორმით სარგებლობა გულისხმობს, რომ  შენ გაეცანი  და ეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ავტომატურად ექცევი წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ქვეშ.


ვებგვერდით სარგებლობა და პირადი ანგარიშის მართვა


ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია (შემდგომში „პროდუქცია“ ან/და „ნივთი“) შეგიძლია შეიძინო, როგორც პირადი ანგარიშის (შემდგომში „პირადი ანგარიში“) მეშვეობით, ასევე აღნიშნულის გარეშე. 


ორივე შემთხვევაში უნდა გაეცნო და დაეთანხმო წესებსა და პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე დააფიქსირო, გსურს თუ არა შენი საკონტაქტო ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. 


იმ შემთხვევაში თუ პირადი ანგარიშის გახსნის გარეშე გსურს ნივთის შეძენა, ამისათვის დაგჭირდება საანგარიშსწორებო  გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციის შევსება: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო რეკვიზიტები.


ხოლო თუ პირადი ანგარიში შექმნა გირჩევნია, აუცილებელია შეავსო სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოგთხოვს შემდეგი ინფორმაციის მითითებას: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო რეკვიზიტები. აღნიშნულის შევსების შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ ვერიფიკაციის ლინკს, რაზე გადასვლის შემთხვევაშიც მოხდება თქვენი ანგარიშის ვერიფიკაცია და გახდებით ავტორიზებული მომხმარებელი. 


როგორც ავტორიზებული მომხმარებელი, შეგიძლია გაიმარტივო შეძენის პროცესი და ახალი ნივთის შეძენისას ხელახლა აღარ შეიყვანო შენს მიერ ვებ-გვერდზე დამახსოვრებული პირადი და საბანკო ბარათის მონაცემები.


პირად ანგარიშთან წვდომა გექნება მხოლოდ შენ და გაქვს ვალდებულება შენი მომხმარებელი და პაროლი არ გადასცე მესამე პირს. პირადი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე თავად იღებ სრულ პასუხისმგებლობას.

გაითვალისწინე, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მიერ ვებგვერდზე შევსებული ინფორმაციის სისწორეზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ drip აღმოაჩენს, რომ მიუთითე არასწორი ინფორმაცია ან/და შექმენი ყალბი პროფილი, ან/და ნებისმიერი ფორმით და გზით დაარღვევ წესებსა და პირობებს, drip-ს შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად გაგიუქმოს პირადი ანგარიში. 


ნასყიდობის პირობები და დაბრუნების პოლიტიკა


ვებგვერდზე სასურველი პროდუქციის შეძენამდე კარგად გაეცანი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას, გაადახდისა და მიწოდების წესებს. ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით. საანგარიშსწორებო გვერდზე საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანისა და  ბანკის მიერ აღნიშნული ოპერაციის დადასტურების შემდეგ (გაითვალისწინე, რომ პროდუქციისა და მისი ტრანსპორტირების თანხას შესაძლოა დაემატოს ბანკის საკომისიო) ელ-ფოსტაზე მოგივა დასტური, რომ შეკვეთა წარმატებით დაფიქსირდა.


drip უფლებამოსილია არ დაადასტუროს/გააუქმოს შენი შეკვეთა, იმ შემთხვევაში თუ შეკვეთილი პროდუქცია აღარ არის ხელმისაწვდომი ან/და არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ტრანზაქციის კანონიერებას. ნებისმიერ შემთხვევაში, drip ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეკვეთის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა შეგატყობინებს ზემოაღნიშნულს და დაგიბრუნებს შენს მიერ გადახდილ პროდუქციისა და ტრანსპორტირების საფასურს.


თუ შეკვეთის არ დადასტურების/გაუქმების მიზეზებს არ ექნება ადგილი, შენს მიერ შეკვეთილ პროდუქციის მიწოდებას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახორციელებს საკურიერო მომსახურების კომპანია Wol. Instant Shipping პროდუქტების მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დღესვე იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა განხორციელდება 17:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო დღეს - ისევე, როგორც სხვა დანარჩენი პროდუქტები.


პროდუქციის მიღების შემდეგ (ჩაბარების თარიღი მითითებული იქნება საკურიერო მომსახურების კომპანიის თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტში) 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში შენ შეგიძლია ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, Drip-ის ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით უარი თქვა ნასყიდობაზე. თუ უარს ამბობ, შენ ვალდებული ხარ:

  • დაუბრუნო Drip-ს შეძენილი პროდუქცია, უარის თქმის შესახებ შეტყობინების გამოგზავნის  შემდეგ-დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა. შენ ვალდებული ხარ გაწიო დაბრუნების ხარჯი იმ შემთხვევაში თუ Drip-ს შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩიე.
  • დაუბრუნო Drip-ს შეძენილი პროდუქცია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ის მიღებისას იმყოფებოდა.
  • შეძენილი პროდუქცია სანამ შენს მფლობელობაშია, სათანადოდ მოუარო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის პროდუქციის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან, შენ ვალდებული ხარ აანაზღაურო ამგვარი ზიანი.

მას შემდეგ რა Drip ზემოთაღნიშნული პირობების დაცვით შენგან მიიღებს პროდუქციას (იმავე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც გადმოგეცით) Drip დაგიბრუნებს  უკვე გადახდილ თანხას. Drip ვალდებული არ არის, დაგიბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია შენ მიერ არასტანდარტული ან Drip-ს მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

შენ ვალდებული ხარ გასწიო მხოლოდ პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

შენ უფლება არ გაქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ :

  • მიწოდებული ნასყიდობის საგანი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • მიწოდებული ნასყიდობის საგანის მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  • მიწოდებული პროდუქცია შენი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად შენ პირად საჭიროებებზეა მორგებული;

პროდუქციის მიღებიდან (ჩაბარების თარიღი მითითებული იქნება საკურიერო მომსახურების კომპანიის თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტში) 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის გასვლის შემდგომ არაუვიანეს, შენ მიერ პროდუქციის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, იმ შემთხვევაში თუ ნასყიდობის საგანს აღმოაჩნდება ისეთი ნაკლი/ხარვეზი, რაც ვებ-გვერდზე  არ არის მითითებული, შენ შეგიძლია  Drip-ს ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით მოსთხოვო მას ნაკლის აღმოფხვრა ან მიმართო Drip-ს ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, შენ არ შეგიძლია უარი თქვა ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის თუ ნაკლი უმნიშვნელოა. თუ არს ამბობ, შენ ვალდებული ხარ: 

  • საკუთარი ხარჯით დაუბრუნო Drip-ს შეძენილი პროდუქცია, უარის თქმის შესახებ შეტყობინების გამოგზავნის  შემდეგ-დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.
  • დაუბრუნო Drip-ს შეძენილი პროდუქცია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ის მიღებისას იმყოფებოდა.
  • შეძენილი პროდუქცია სანამ შენს მფლობელობაშია, სათანადოდ მოუარო მას.

შენი შეტყობინების მიღებიდან Drip 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ნაკლის მიზეზით დაბრუნებულ პროდუქციას შეამოწმებს და ნასყიდობის საფასურის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გონივრულ ვადაში გაცნობებს.

თუკი Drip დაადგენს, რომ დაბრუნებულ ნასყიდობის საგანს არ გააჩნია იმგვარი ნაკლი/ხარვეზი, რაც ვებ-გვერდზე არ არის მითითებული, Drip უფლებამოსილია არ დაიბრუნოს ნასყიდობის საგანი, ხოლო შენ შეგიძლია უკან წაიღო აღნიშნული. იმ შემთხვევაში თუ Drip დაიბრუნებს ნასყიდობის საგანს ნაკლის/ხარვეზის გამო, Drip დაგიბრუნებს შენ მიერ უკვე გადახდილი თანხას, ხოლო თუ ნასყიდობის საგნის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის ნასყიდობის საგნის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან, შენ ვალდებული ხარ აანაზღაურო ამგვარი ზიანი.

შენ უფლება არ გაქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ :

  • მიწოდებული ნასყიდობის საგანი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • მიწოდებული ნასყიდობის საგანის მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

 





ინტელექტუალური საკუთრების უფლება


ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ტექსტისა და გამოსახულების საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ექსკლუზიურად გააჩნია drip-ს და მასზე ვრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.


პროდუქციაზე გამოსახული ვიზუალები წარმოადგენს drip-ის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მასზე ვრცელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ქონებრივი უფლება.


ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტის, გამოსახულების, პროდუქციაზე დატანილი ვიზუალების ნებისმიერი ფორმით და საშუალებით გამოყენება, drip-ის წერილობითი თანხმობის გარეშე, აკრძალულია. 


განმარტებისათვის, პროდუქციის შეძენის შემთხვევაში არ გადმოდის თქვენზე მასზე გამოსახული ვიზუალის ინტელექტუალური საკუთრების უფლება. 


კონფიდენციალურობის პოლიტიკა


კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოცემულია შემდეგ ბმულზე და სავალდებულოა გასაცნობად. 


პირადი ანგარიშის გამოყენების შეზღუდვა


იმ შემთხვევაში თუ დაარღვევ წინამდებარე წესებსა და პირობებს, ან ვებგვერდზე მიუთითებ ყალბ ინფორმაციას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებულ სხვა შემთხვევებში drip უფლებამოსილია ცალმხრივად  შეგიზღუდოს წვდომა პირად ანგარიშთან. აღნიშნულის შესახებ, შეზღუდვის საფუძვლის მითითებით, ინფორმაციას მიიღებ ელ-ფოსტაზე. 


პასუხისმგებლობა


შენ ვალდებული ხარ არ ისარგებლო ვებგვერდით იმ მიზნით და იმ ფორმით, რაც არღვევს/დაარღვევს საქართველოს კანონმდელობლობას. შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ვებგვერდით არაკანონიერი მიზნითა და ფორმით სარგებლობისასთვის.


ვებგვერდით სარგებლობისას/ნივთის შეძენისას შენ ადასტურებ, რომ ხარ ქმედუნარიანი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და მხოლოდ თავისუფალი ნების გამოხატვისა და გონივრული განსჯის საფუძველზე სარგებლობ ვებგვერდით.


drip არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი იმუშავებს უწყვეტად და ხარვეზების გარეშე. იგი არ არის პასუხისმგებელი პროგრამულ დარღვევებზე/შეცდომებზე ან/და ვირუსებზე, ასევე გაუფრთხილებლობით დამდგარ ზიანზე.


drip არ აგებს პასუხს მომსახურების გაწევის შეფერხებისათვის ან/და ნებისმიერი სახის ზიანისათვის, რომელიც დადგება მესამე პირთა მიზეზით.


სხვა ვებგვერდებზე გადამისამართება


ვებგვერდზე შესაძლოა განთავსებულ იქნას შესაბამისი ბმული, რითაც შეძლებ სხვა ვებგვერდზე გადამისამართებას. drip გაფრთხილებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს drip-ის საკუთრებას და შესაბამისად არ იღებს პასუხისმგებლობას მის შინაარსზე და ნებისმიერი სახის ზიანზე რაც შესაძლოა დადგეს მესამე პირთა ვებგვერდებით სარგებლობის შედეგად.


მოქმედების ვადა და შეწყვეტა


წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან და მოქმედებს ვებგვერდით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 


შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეწყვიტო ვებგვერდით სარგებლობა ან/და გააუქმო პირადი ანგარიში. 


ცვლილების შეტანა


drip უფლებამოსილია პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა მათი ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან. 


მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტა


წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ნებისმიერი დავის შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით აღნიშნულის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, აღნიშნულის მიუღწევლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მივმართავთ სასამართლოს.