კონფიდენციალურობის პოლიტიკა



შესავალი


წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს შენ მიერ ვებგვერდზე დატოვებული ინფორმაციის (შემდგომში „პერსონალური ინფორმაცია“ ან/და „პერსონალური მონაცემ(ებ)ი“) drip-ის მიერ დამუშავების წესებსა და პირობებს. 


კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვებგვერდზე განთავსებულ წესებთან და პირობებთან ერთად წარმოადგენს  ერთიან ხელშეკრულებას შენსა და drip-ს შორის.


drip-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია, იმისათვის რომ ისარგებლო ვებგვერდით, შეიძინო სასურველი პროდუქცია და ისარგებლო შესაბამისი მომსახურებით. 


პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი


პერსონალური მონაცემები მუშავდება შენი თანხმობის საფუძველზე. სასურველი ნივთის შეძენამდე, აუცილებელია გაეცნო და დაეთანხმო წინამდებარე დოკუმენტს, რასაც ადასტურებ ვებგვერდზე შესაბამისი ღილაკის მონიშვნით. ზემოაღნიშნულის განხორციელება drip-ის მიერ განიხილება, როგორც შენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობა.


პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი, მოცულობა და ვადა


drip-ის მიერ შენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;

მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. 

მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი;


drip უფლებამოსილია დაამუშავოს შენი პერსონალური მონაცემები ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველყოფისა და აღნიშნულით სარგებლობის გაუმჯობესების მიზნით, drip-თან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულების მიზნით, ვებგვერდზე ყალბი პირადი ანგარიშების აღკვეთის მიზნით, ასევე შენთან კომუნიკაციის, მათ შორის შენთვის სიახლეების მოწოდების, პირდაპირი მარკეტინგის მიზნისათვის.

შენ შეგიძლია drip-ს წარუდგინო მოთხოვნა შენს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება შენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.


მონაცემები drip-ის დაცულ სერვერებზე შენახული იქნება კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე აღნიშნულის დასრულებიდან 5 წლამდე ვადით.


drip-ის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი:


წესები და პირობებში განსაზღვრული წესის შესაბამისად, ვებგვერდზე სასურველი ნივთის შესაძენად შენ უთითებ შემდეგ  ინფორმაციას: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი და საბანკო რეკვიზიტები.

გათვალისწინე, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაბამისად, კომპანია არ აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შეიძლება დადგეს შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობის გამო.  


Cookies:


ზემოაღნიშნულის გარდა, ვებგვერდის მართვის, მისი სარგებლობის გაუმჯობესების, სწორი სამიზნე აუდიტორიისა და მარკეტინგული კამპანიის განსაზღვრის/შეცვლის, ვებგვერდის ვიზიტორთა რიცხვისა და ქცევის (მათ შორის რა სახის პროდუქტითაა მომხმარებელი უფრო ხშირად დაინტერესებული) ანალიზის მიზნებისათვის drip იყენებს მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემას- ე.წ „cookies“-ს.  Cookies არის მონაცემთა ფაილები, რომელსაც შენი ბრაუზერი ვებგვერდზე ვიზიტის დროს ინახავს შენივე მოწყობილობაში (კომპიუტერში/სმარტფონში). Cookies ვებგვერდს საშუალებას აძლევს შინაარსობრივად მოერგოს მომხმარებლებს.

განმარტებისათვის, Cookies-ს მეშვეობით არ ხდება ვებგვერდის ვიზიტორთა/მომხმარებელთა იდენტიფიცირება და ის მხოლოდ ანალიტიკურ მონაცემებს წარმოადგენს.

როდესაც შემოხვალ ვებგვერდზე, შენ გაქვს საშუალება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო Сookies, შენ შეგიძლია გამორთოთ Cookies მიღების შესაძლებლობა შენი ბრაუზერის პარამეტრებიდან, თუმცა გაითვალისწინე, რომ ზემოაღნიშნულის შემთხვევაში შესაძლოა ვებგვერდზე არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ფუნქცია.

შენი უფლებები:

შენ გაქვს უფლება ნებისმიერ დროს მიიღო drip-ისგან ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული წესით დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. 

შენი მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია ვებგვერდის მეშვეობით. ასევე შეგიძლია მოგვწერო ელექტრონულ ფოსტაზე.

უსაფრთხოება


drip იღებს ყველა ისეთ ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.


პირად ანგარიშთან წვდომა გექნება მხოლოდ შენ და გაქვს ვალდებულება შენი მომხმარებელი და პაროლი არ გადასცე მესამე პირს. პირადი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე თავად იღებ სრულ პასუხისმგებლობას. გთხოვ, შეგვატყობინო დაუყოვნებლივ, თუ ეჭვი შეგეპარა, რომ მესამე პირი შესაძლოა სარგებლობდეს შენი პირადი ანგარიშით.



მესამე პირებისათვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა


წესები და პირობებში განსაზღვრული წესის შესაბამისად, კომპანია მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად შენს პერსონალურ ინფორმაციას გადასცემს საკურიერო მომსახურების კომპანიას Dropp, რომელიც ვალდებულია შენი მონაცემები გამოიყენოს მხოლოდ სერვისის განხორციელების მიზნით.



ცვლილების შეტანა


კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა მათი ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან.